თინეიჯერები პოეზიის გარეშე

          პროექტის, „მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს..“ განხორციელება დავიწყე 26 სექტემბერს. თავისუფალ გაკვეთილზე  მოსწავლეებს მოკლედ გავაცანი პოეზიის არსი და დანიშნულება. დავასახელე გაკვეთილის თემა: ,,21-ე საუკუნეის  ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა-თინეიჯერები პოეზიის გარეშე.“ მოსწავლეებს დავუსვი კითხვა; ,, რატომ არ მოსწონთ თინეიჯერთა უმრავლესობას პოეზია?“ პასუხად  მე-7-მე-8 კლასელებმა დასვეს კითხვები: ,,როგორ გავიგოთ ლექსის მთავარი სათქმელი?“ ,,რა ანიჭებს ლექსს ხიბლს?“  ,,საჭიროა თუ არა ლექსების დაზეპირება?“ გაიმართა დისკუსია. ყველამ დააფიქსირა საკუთარი აზრი.

 საბოლოოდ, მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ პოეზია გამოხატავს ემოციას, სულის მდგომარეობას, სიბრძნეს, პოეტებს კი მნიშვნრელოვანი მისია აკისრიათ, როგორც მალარმე ამბობდა-,,პოეზიის მიზანია, გაამარტივოს სამყარო“. მაშასადამე, ლექსი სულის სიმშვიდეს გვანიჭებს და გვიმსუბუქებს ცხოვრებას.







No comments:

Post a Comment