"...მეგობრობა-გზად და ხიდად"

1          7 ოქტომბერს მოსწავლეები წავიყვანე ექსკურსიაზე ტანძიასა და ბოლნისში. შევხვდით ტანძიის სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებელს. დავმეგობრდით. ერთად გავატარეთ რამდენიმე საათი: დავათვალიერეთ სულხან-საბა ორბელიანის მუზეუმი, მოვისმინეთ ინფორმაცია ამ დიდებული ადამიანის-მწერლის, პოლიტიკოსის, ელჩის, საზოგადო მოღვაწის, სასულიერო პირის-შესახებ. მოვინახულეთ ტანძიაში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის  ეკლესია. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები, მისაართები, ტელეფონის ნომრები. ტანძიის სკოლის მოსწავლეები მოვიწვიეთ ჩვენ სკოლაში სტუმრად პოეზიის საღამოზე.
კმაყოფილნი და შთაბეჭდილებებით აღსავსე დავბრუნდით სახლში.
































No comments:

Post a Comment