ლექსი და ემოცია-განწყობა

1         10 ოქტომბერს თავისუფალ გაკვეთილზე გაიმართა მსჯელობა თემებზე: რა მნიშვნელობა აქვს ხმის ტემბრს, გრძნობა-ემოციის გამოხატვას ლექსის კითხვისას. გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს დავუსვი სწორედ ეს კითხვები. გაიმართა დისკუსია აღნიშნული საკითხის შესახებ. გულნაზ ალიევმა, სალომე ჩაფიჩაძემ, მარიამ ბიბილაშვილმა სხვადასხვა ემოციით წაიკითხეს აკაკი წერეთლის ლექსი ,,გაზაფხული“. ასევე, ილია ჭავჭავაძის ლექსი ,,ელეგია წავიკითხეთ მხიარული განწყობით, ხოლო სიმონ ჩიქოვანის ,,ვინა სთქვა“-სევდით.  მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ხმის ტემბრსა და ინტონაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ლექსის კითხვისას მისი არსის გასაგებად. ნაწარმოები თავად გვიჩვენებს თუ რა ემოციით უნდა წავიკითხოთ იგი. 
  







No comments:

Post a Comment