ლექსის არსში წვდომა

 26 ოქტომბერს გაიმართა დისკუსია თემაზე: როგორ ამოვიცნოთ ლექსის არსი, როგორ გავიაზროთ მწერლის მთავარი სათქმელი და რა გვეხმარება ლექსის აღქმაში. მოსწავლეებმა განიხილეს სხვადასხვა ვერსია. აღნიშნეს, რომ ლექსს, მართალია, სიუჟეტი არ აქვს, მაგრამ რიტმის, რითმის, მხატვრული ხერხებისა და მწერლის ან ლექსის ლირიკული გმირის ემოციის გათვალისწინებით შესაძლებელია ნაწარმოების არსში წვდომა. მე მოსწავლეებს დავურიგე წინასწარ გამზადებული ტექსტები. მუშაობა მიმდინარეობდა ინდივიდუალურად. დავალება იყო ასეთი: მოსწავლეებს უნდა წაეკითხატ ლექსები და დაეწერათ შექმნილი შთაბეჭდილებები-რა შეიტყვეს და რა ამოიკითხეს.

No comments:

Post a Comment