03.10.17 - მოსწავლეებმა დასვეს კითხვა, თუ როგორ უნდა ამოეცნოთ
მწერლის სათქმელი ტექსტში და გაიმართა დისკუსია ამ საკითხის შესახებ. ამ დღეს
შევეცადეთ, უფრო დაწვრილებით განგვეხილა აღნიშნული თემა. მიზნის მისაღწევად
მოსწავლეებს დავურიგე წინასწარ გამზადებული ტექსტები და ვიმსჯელეთ მათ შესახებ. მუშაობა მიმდინარეობდა
ინდივიდუალურად. გაიმართა დისკუსია და საბოლოოდ
შეთანხმდნენ ერთ აზრზე: ტექსტის გასააზრებლად აუცილებელია მისი ყურადღებით წაკითხვა,
მწერლის ბიოგრაფიის ცოდნა, ეპოქის გააზრება, ინტონაციის გარკვევა, მხატვრულ ხერხებზე
დაკვირვება, სასვენი ნიშნების გააზრება...ასევე,
განვიხილეთ სასვენი ნიშნების ფუნქცია. მოსწავლეებს
დავურიგე წინასწარ გამზადებული ტექსტები, რომლებიც სასვენი ნიშნების გარეშე იყო წარმოდგენილი.
მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს, თუმცა, ვერ გააანალიზეს. შემდეგ დავურიგე უკვე სრულყოფილი
ტექსტები. მოსწავლეებმა ერთმანეთს შეადარეს ლექსები სასვენი ნიშნებითა და სასვენი ნიშნების
გარეშე . მათ დაასკვნეს: სასვენ ნიშნებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ლექსის
არსის გაგება-აღქმაში.




No comments:
Post a Comment