სათაურის ფუნქცია ლექსის გააზრებისას

1          12 ოქტომბერს ჩავატარე მინილექცია თემაზე-სათაურის გააზრება და მისი როლი ტექსტის აღქმისას. ამ მიზნით წავიკითხეთ აკაკი წერეთლის ლექსი ,,განთიადი“ . მოსწავლეებმა არ იცოდნენ ამ ნაწარმოების სათაური და შეეცადნენ, თავად შეერჩიათ იგი. მათ მიერ დასახელებული ვარიანტებია: ,,გასეირნება მთაწმინდაზე“, ,,დადუმებული მთაწმინდა“, ,,მწერლის სიმღერა“, ,,გმირთა სავანე“. ლექსის სათაურის დასახელებამ მათში ცოტა გაურკვევლობა გამოიწვია. ამიტომ მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია დიმიტრი ყიფიანი მოღვაწეობისა და საქართველოს მაშინდელი მდგომარეობის შესახებ. ამის შემდეგ მოსწავლეებისათვის ნათელი გახდა , თუ რატომ შეურჩია ავტორმა ლექსს ეს სათაური.
ასევე, წავიკითხეთ უსათაურო ლექსები და შევურჩიეთ სათაურები.
წავიკითხეთ ნ. ბარათაშვილის ლექსი ,,მერანი“ , რომელსაც დავით ჩუბინაშვილმა შეურჩია სათაური. მოსწავლეები შეეცადნენ, ტექსტიდან გამომდინარე, თავადაც შეერჩიათ ამ ლექსისთვის სათაური.


No comments:

Post a Comment